ტურინის „იუვენტუსი“ „უდინეზესთან“ მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ტურინელებმა დღეს მორიგი საწვრთნელი პროცესი ჩაატარეს, რომელიც თითქმის მთლიანად ბურთთან მუშაობას დაეთმო.
„იუვე“ ხვალ დილით კონტინასას ბაზაზე ისევ ივარჯიშებს, ხოლო ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მასიმილიანო ალეგრი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა 8 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.