ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
შემადგენლობა
კარს შჩესნი დაიცავს, დაცვაში ბონუჩი და კიელინი არ ითამაშებენ. არსებობს შანსი, რომ ბარძალი პირველივე წუთიდან იყოს მოედანზე, ისევე, როგორც კინი. დღეს, დიბალამ და მანჯუკიჩმა განცალკევებით ივარჯიშეს. პაულო გაცილებით კარგადაა მადრიდის შემდეგ, მარიოც ტრავმის მოშუშების მერე. რონალდუ მზადაა, მაგრამ ხვალ სათადარიგო სკამზე იქნება. დუგლას კოშტა კი სამშაბათს ჩვენს განკარგულებაში იქნება.
პრეზიდენტთან შეხვედრა
წუხელ შევხვდი პრეზიენტს. ივნისში ისევ შევხვდებით და ვიზეიმებთ მოგებულ თასებს. ერთი სუპერთასია, მეორე სკუდეტო, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ და მესამე ჩემპიონთა ლიგა, რომლისთვის ისევ ვიბრძვით. ჩემსა და ხელმძღვანელობას შორის სრული ჰარმონიაა. ფეხბურთში არასდროს არაფერია აშკარა, გამარჯვების შემდეგ გამარჯვება კიდევ უფრო რთულია.
„ატლეტიკოსთან“ მატჩი
მადრიდულმა მატჩმა მნიშვნელოვანი ნარჩენები დაგვიტოვა. ეს 20 დღე ძალიან სასარგებლო იყო და დაგვეხმარა. სამშაბათს დიდ თამაშს ჩავატარებთ, მზად ვართ, რომ ვითამაშოთ მშვიდად, მოთმინებით და ცივი გონებით.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა 8 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.