ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ განაცხადა, რომ ანდრეა პირლო გუნდში უნდა დარჩეს. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონის თქმით, ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც პირლო გათავისუფლებას იმსახურებს.
„დიბალა ხარისხიანი ფეხბურთელია და შეუძლია „იუვესთვის“ კარგი გააკეთოს, მაგრამ ვიცით, რომ ტრავმები ჰქონდა, ებრძოდა კოვიდს, ამიტომ უნდა გამოჯანმრთელებს და სიტუაცია კარგად გააცნობიეროს. მის შენარჩუნებას თუ ვცდიდი? ვიმეორებ, როგორც ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ მისი მდგომარეობა ნამდვილად არ ვიცი.
პირლო უნდა დარჩეს? აბსოლუტურად კი. ვერ ვხედავ ეს რატომ არ უნდა მოხდეს, პროექტი პირლოსთან ერთად დაიწყო და სწორი იქნება მასთან ერთად გაგრძელება. „იუვეს“ აღდგენა მოუწევთ, მაგრამ ვკითხულობ, რომ კრიშტიანუს გვერდით მნიშვნელოვანი ფეხბურთელები სჭირდება, თუმცა ნათელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გუნდს ბევრი რამ მისცა, უფრო მეტი არის საჭირო“, – თქვა ტარდელიმ.