ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ ნაკრებში უკეთ თამაშობს კლუბთან შედარებით და ეთანხმება თუ არა ამ მოსაზრებას:
„ნაკრებში უფრო კარგად ვთამაშობ, „იუვეში“ კი გუნდური თვალსაზრისით ყველაფერი რთულადაა. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და ბევრი ვითამაშო, მაგრამ რთულია ყოველთვის კარგი შედეგების ჩვენება, როდესაც ყოველ სამდღეში თამაში გიწევს. მწვრთნელის ხედავს, რომ ყოველთვის ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას და მას ეს მოსწონს“, – თქვა რაბიომ.