ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მარკ იულიანომ Sky Sport-თან საუბარში თქვა, რომ „იუვეს“ ორი პრობლემა აქვს. შეტევის დაცვის ხაზიდან დაწყება და სუსტი ნახევარდაცვა.
„სოლიდური დაცვა საშუალებას გაძლევს თამაშები მოიგო. „ინტერი“ პირველ ადგილზე დამსახურებულადაა, ჰქონდათ ჩავარდნები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც თამაშის სისტემის შეცვლას ცდილობდნენ. „იუვე“? კარგად ვიცით, რომ პრობლემა არც დაცვა არის და არც შეტევა. პრობლემურია შეტევის უკნიდან კონსტრუქცია და ნახევარდაცვა.
ლიპის, ანჩელოტის და კაპელოს დროს ჩვენ მცველები ერთ-ერთზე ვრჩებოდით კარიდან 50 მეტრში. დღეს მცველები უკნიდან პასებით კარგად თამაშობენ. ყველაზე თანამედროვე მცველები გასპერინის „ატალანტაში“ ჰყავს, აგრესიულები და შეტევაში კარგად მიდიან. რომერო საოცარ სეზონს ატარებს. დე ლიხტი კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გახდება. ის „აიაქსში“ აგრესიული იყო, როგორც „იუვეში“ თავიდან, მაგრამ შემდეგ მწვრთნელის ტაქტიკის გავლენის ქვეშ მოექცა, ნაკლებად აგრესიულია და უფრო მეტ ყურადღებას ხაზს უთმობს.
ბერნარდესკი მარცხენა მცველად? ზოგჯერ უჭირს, ზოგჯერ კარგია. ალექს სანდროს არყოფნაში შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება, მაგრამ „იუვეს“ პრობლემა ზოგადია და არა ბერნარდესკი“, – თქვა იულიანომ.
შეგახსენებთ, რომ მარკ იულიანო „იუვენტუსში“ 1996-2005 წლებში თამაშობდა.