ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, რომ ზინედინ ზიდანმა შესაძლოა კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს. მადრიდული გაზეთის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი მომავალი „რეალში“ ბუნდოვანია და თუ ის კლუბიდან წავა, ტურინელების მთავარი სამიზნე გახდება.
ზიდანი „იუვეში“ 5 სეზონი თამაშობდა და ანდრეა ანიელის კარგად იცნობს, რამაც შესაძლოა ყველაფერი გაამარტივოს. ჯერჯერობით უფრო კონკრეტული არაფერი ვრცელდება.
ცნობილია, რომ „იუვეს“ ხელმძღვანელობამ ანდრეა პირლოს ნდობა გამოუცხადა, თუმცა შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ზინედინ ზიდანს კი „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.