„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ „იუვე“ – „ნაპოლის“ მატჩის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურინელებისგან ამ მატჩში კარგს არაფერს ელოდება. მან ანდრეა პირლოს არჩევანიც დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის შეცდა, როდესაც მწვრთნელობის წინადადება მიიღო.
„იუვე“ – „ნაპოლის“ მატჩის წინ ცუდი ნიშნებია. ეს სიტუაცია მახსენებს იმ მატჩს, რომელიც 1:5 წავაგეთ „სან პაოლოზე“ მაიფრედის მწვრთნელობის დროს. იმედია, ასე არ მხოდწბა, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ კატასტროფა მოხდება.
ფეხბურთელები პუბლიკის გარეშე თავს მშვიდად გრძნობენ. სტადიონზე გულშემატკივრები როდესაც არიან, თამაშები იცვლება. პირლო არ უნდა დათანხმებულიყო „იუვეს“ მწვრთნელობას, ძალიან სარისკო იყო და ახლა შედეგები საკუთარ თავზე იწვნია. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა განსხვავებულია, ყველაფერი სხვაგვარადაა“, – თქვა ტაკონიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 7 აპრილს დაუპირისპირდება. ამ გუნდებს 56-56 ქულა აქვთ და დამარცხებული ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსს ძალიან შეიმცირებს.