ბერგამოს “ატალანტას” ფეხბურთელმა რობინ გოსენსმა “იუვენტუსთან” ერთ-ერთი თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა. მან თქვა, რომ კრიშტიანუმ მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა, რის გამოც თავი დამცირებულად იგრძნო.
„იუვენტუსთან“ თამაშის შემდეგ ჩემი ოცნების რეალიზებას შევეცადე, მინდოდა, რონალდუს მაისური მქონოდა. საფინალო სასტვენის შმდეგ მასთან მისვლა ვამჯობინე, ვიდრე ფანებთან ერთად ზეიმი და მათთვის მადლობის გადახდა. ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი მაისური მქონოდა. მან არც კი შემომხედა და მითხრა, უბრალოდ არა! გავწითლდი და შემრცხვა. წავედი და თავი დამცირებულად ვიგრძენი. ალბათ, გქონიათ სიტუაცია, როდესაც რაღაც უხერხული ხდება და ირგვლივ იხედებით ვინმემ დაინახა თუ არა. სწორედ ეს ვიგრძენი და ვცდილობდი ამის დამალვას“, – წერს გოსენსი ავტობიოგრაფიულ წიგნში.
შეგახსენებთ, რომ რობინ გოსენსის ტრანსფერით “იუვე” დაინტერესებულია და გერმანელ მარცხენა მცველს ტურინულ გრანდს იტალიური მედია აქტიურად უკავშირებს.