იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან განაცხადა, სანდო წყაროებიდან იცის, რომ ჯონ ელკანმა თავის ბიძაშვილ ანდრეა ანიელის ულტიმატუმი წაუყენა.
როგორც ბარჯიჯა იტყობინება, ელკანმა ანიელის მოთხოვა, რომ ან გუნდის პრეზიდენტის პოსტი დატოვოს, ან კლუბი მფლობელობაში მთლინად გადაიბაროს.
იტალიელი ჟურნალისტის ვარაუდით, ამის მიუხედავად ამ ეტაპზე ტოტალური რევოლუციური ცვლილებები ნაკელბად სავარაუდოა. მომდევნო გეგმები დიდწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული, გავა თუ არა „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტად 2010 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და იტალიაში ყველაფერი მოიგო, მაგრამ ევროპაში მაქსიმუმი ამ დროისთვის ჩემპიონა ლიგის ორი ფინალი გამოდგა.