ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, მთელმა გუნდმა დიდებული თამაში აჩვენა და მოედანზე ყველაფერი გაიღეს.
ტაკონის აზრით, ესპანელების დრო დასრულებულია და ეს „იუვესთვის“ კარგი სიგნილია.
„იუვენტუსმა“ ხასიათი აჩვენა, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს, თამაშობდნენ შეტევაში და დაცვაში პოზიციების გარეშე. ეს იყო გუნდური გამარჯვება. რონალდუ გამარჯვებული მენტალიტეტის ფეხბურთელია. „იუვე“ ფავორიტია? ესპნელების დრო დასრულდა, „იუვენტუსისთვის“ კარგი სიგნალია „რეალის“ გამოთიშვა. შჩესნი? რონალდუს წყალობით უკეთესი გახდა. მასთან ერთად ფეხბურთელები 30%-ით მეტად იხარჯებიან“, – თქვა ტაკონიმ.