მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

ფაქტები და სტატისტიკა “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. „ატლეტიკოსთან“ ისტორიული გამარჯვების შემდეგ (3:0) წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს და სტატისტიკას.

არასდროს მომოხდარა

„იუვენტუსმა“ უეფას ტურნირების პლეი-ოფში პირველად მოახერხა, რომ პირველ შეხვედრაში ორბურთიანი წაგების მერე, მომდევნო ეტაპზე გავიდა.

დელ პიეროდან კრიშტიანუმდე

კრიშტიანუ რონალდუმდე „იუვენტუსის“ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჰეთ-თრიქი ბოლოს 1998 წელს ჰქონდა შესრულებული. მაშინ იგივე ალესანდრო დელ პიერომ „მონაკოსთან“ გააკეთა.

რონალდუს ციფრები                 

კრიშტიანუ რონალდუ მე-11 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში შეასრულა. მასზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუს სთედიუმზე“ არავის გაუტანია (8 გოლი და იგივე შედეგი აქვს არტურო ვიდალს). ჯამში 124 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და ეს ექვსით მეტია, ვიდრე „ატლეტიკოს“ (118).

და ბოლოს, კრიშტიანუმ „ატლეტიკოს“ ყველაზე მეტი გოლი გაუტანა მას შემდეგ, რაც მადრიდელებს დიეგო სიმეონე წვრთნით (21). მეორე ადგილზე მყოფ ლიონელ მესის 10 გოლით უსწრებს (11).

„ატლეტიკოს“ 0 დარტყმა

მას შემდეგ, რაც „ატლეტიკოს“ დიეგო სიმეონე წვრთნის, „როხიბლანკომ“ კარის ჩარჩოში პირველად ვერ მოახერხა დარტყმა, თუნდაც ერთხელ.

კიელო 500

ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 500 მატჩი ჩაატარა „ბიანკონერის“ რიგებში დელ პიეროს, ბუფონის, შირეასა და ფურინოს შემდეგ. ლეგენდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …