„იუვენტუსის“ ქალთა გუნდი ძალიან ახლოსაა იტალიის თასის ფინალთან. რიტა გუარინოს გუნდმა ნახევარფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად, მონცაში „მილანთან“ ჩაატარა და 2:1 მოიგო.
მატჩი ტურინელთათვის კარგად არ დაწყებულა. მეორე წუთზე პედერსენს არ გაუმართლა და ავტოგოლი მიითვალა, რის შედეგადაც „მილანი“ დაწინაურდა. თუმცა, კაცთა გუნდის მსგავსად ქალებმაც დააქამბექეს.
პირველი ტაიმის მიწურულს ბარბარა ბონანსეამ გაათანაბრა, ხოლო თამაშის დასრულებამდე კარუზომ გამარჯვების გოლი გაიტანა და „იუვემ“ ფინალისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგა.
საპასუხო შეხვედრა ვინოვოს ბაზაზე 17 აპრილს გაიმართება.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 1:2
გოლები: 1:0 პედერსენი (2, ა.გ), 1:1 ბონანსეა (45), 1:2 კარუზო (74)