ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ შავ-თეთრი მაისურით მე-500 თამაში ჩაატარა. ისტორიულ შედეგს ჯორჯომ „ატლეტიკოსთან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაში უწია.
კიელინიზე მეტჯერ „იუვეს“ ღირსება მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (705 თამაში), ჯანლუიჯი ბუფონს, (656), გაეტანო შირეასა (552) და ჯუზეპე ფურინოს (528) დაუცავთ.
კიელინის დებიუტი 2005 წელს „მესინასთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში შედგა, როდესაც პაველ ნედვედი შეცვალა. ჯორჯოს „იუვენტუსში“ 7 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და ამდენივე იტალიის სუპერთასი აქვს მოგებული. მეტოქეთა კარში კი, 35 გოლი გაიტანა.