მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “სარი თანამედროვე ლიპია”

ტაკინარდი: “სარი თანამედროვე ლიპია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ალესიო ტაკინარდი მიიჩნევს, რომ მაურიციო სარი „იუვენტუსისთვის“ იდეალური მწვრთნელი იქნება. როგორც  ალეიომ განაცხადა, სარი მარჩელო ლიპის აგონებს.

სარი და გვარდიოლა? ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი პროფილის მქონე მწვრთნელები არიან. შემტევი ფეხბურთი, მაღალი დონის სპეციალისტები. ალბათ ისინი კონტესთან და კლოპთან ერთად საუკეთესოები არიან. „იუვენტუსს“ ძლიერი გუნდი ჰყავს, უმაღლეს დონეს მიაღწია.

მიმდინარე წელს „იუვეს“ თამაში არ ყოფილა ლამაზი, ალეგრიმ ბევრი მოიგო. მაგრამ იყო განცდა, რომ რაღაც აკლდა. გვარდიოლას მოსვლა ჩემი აზრით, რთული იქნება ეკონომიკური კუთხით, სარი კი ვფიქრობ, სწორი არჩევანი იქნება. „ჩელსიში“ მან კარგ შედეგს მიაღწია და „იუვენტუსისთვის“ მზადაა. კრიშტიანუ რონალდუსთვის სტიმული იქნება შემტევი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელის დანიშვნა. ყველა ინგრედიენტი არსებობს, რომ „იუვე“ შემტევ, გამარჯვებულ ფეხბურთს თამაშობდეს.

ჩემი აზრით, სარი ახალი თაობის მარჩელო ლიპია. ლიპი ჩვენთან მოვიდა უტიტოლოდ, მაგრამ მშიერი და სარის შემთხვევაშიც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. გვარდიოლა კარგია, მაგრამ მას ძვირადღირებული ფეხბურთელები უნდა, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი ამ მომენტში სარი მგონია“, – თქვა ტაკინარდიმ.

კონტე „ინტერში“? რა თქმა უნდა, ეს უცნაური იქნება, მაგრამ პროფესიონალია და ნორმალურია, რომ თავისი არჩევანი გააკეთა. ანტონიო დიდი კაპიტანია, შესანიშნავი მწვრთნელი „იუვესთვის“,თუმცა, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისთვის მისი „ინტერში“ ხილვა ადვილი არ იქნება. მაგრამ ვფიქრობ, ეს „იუვესთვის“ დამატებითი სტიმული მომდევნო სეზონში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …