ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლილიან ტურამმა „ბებერ ქალბატონში“ მიმდინარე პროცესებზე და მომავალ მწვრთნელზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ფრანგი მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტეს „ინტერში“ გადაბარგება ღალატი არაა.
„ვფიქრობ, გვარდიოლა ნამდვილად დიდი მწვრთნელია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთული იქნება იმის წარმოდგენა, რომ „მნაჩესტერს“ დატოვებს. „იუვენტუსს“ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავდა, რომელმაც ბევრი მოიგო და დარწმუნებული ვარ ხელმძღვანელობა მას ღირსეულ შემცვლელს მოუძებნის.
სარი? ციკლი დაიხურა, რადგან ალეგრი წავი. მე სარის კარგად არ ვიცნობ, ვიცი, რომ მისი გუნდები კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩემი ბოლო ინფორმაციით, მას „ჩელსიში“ დარჩენა უნდოდა. ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელი გამორჩეული იქნება და გამარჯვებებს გააგრძელებს.
კონტე „ინტერში“? ამას არ ვუყურებ, როგორც ღალატს. ვფიქრობ, „იუვენტუსის“ დიდი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო. არმგონია, რომ ეს ღალატია, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ „იუვეს“ მწვრთნელი უნდა ყოფილიყო. თუ სხვა გუნდს წვრთნის, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ „იუვენტუსისთვის“ რაც გააკეთა“, – თქვა ტურამმა.