მთავარი / სიახლეები / “იუვემ” პოგბასთან მოლაპარაკებები დაიწყო

“იუვემ” პოგბასთან მოლაპარაკებები დაიწყო

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნებისთვის საწყისი ნაბიჯები გადაიდგა. Sky Sport-ის ცნობით, ტურინელთა ხელმძღვანელობამ „მანჩესტერთან“ მოლაპარაკებები დაიწყო.

ფაბიო პარატიჩი კი დროს უქმად არ კარგავს და პარალელურად ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

ცნობილია, რომ პოგბასთვის ბრძოლაში „იუვეს“ მადრიდის „რეალი“ სერიოზულ კონკურენციას უწევს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსის“ ღირსებას 2012 წლიდან 2016 წლამდე იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …