ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ განაცხადა, რომ „ბებერი სინიორასთვის“ ახალი სეზონი დაიწყო. ამასთანავე, მან მასიმილიანო ალეგრის „ნაპოლიში“ დასაქმება ურჩია.
„იუვენტუსისთვის“ დღეიდან ახალი სეზონი იწყება. ბონუსები დასრულდა. თუ „იუვენტუსი“ თავის გზას დაუბრუნდება, სეზონს ოთხეულში დაასრულებს და იტალიის თასს მოიგებს, ამ შემთხვევაში სეზონი ნორმალური გამოვა, სხვა შემთხვევაში სხვა რამეზე მოგვიწევს საუბარი. აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები იმ დამოკიდებულებას, რაც „იუვესგან“ „ბენევენტოსთან“ დავინახე. ვერ ვხვდები როგორ ვერ იპოვა გუნდმა სულისკვეთება, სხვა სულისკვეთება. გრძელდება შეცდომების დაშვება და განსაკუთრებით დაცვიდან შეტევის კონსტრუქციის დროს.
ალეგრი „რომას“ მწვრთნელად? ალეგრი შესანიშნავი მწვრთნელია. მე მის ადგილზე „ნაპოლიში“ წავიდოდი, რადგან „რომას“ განსხვავებული იდენტობა აქვს“, – თქვა ტაკინარდიმ.