იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ანდრეა პირლოს რჩევა მისცა და დაარიგა, რომ პოზიტიურ საკითხებზე იფიქროს, რადგან მწვრთნელის ცხოვრება ასეთია.
„სამწუხაროდ, მწვრთნელის ცხოვრება ასეთია. იმედგაცრუება, რაც შეიძლება ნაკლებ ხანს უნდა გაგრძელდეს, პოზიტიურად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ფეხბურთში ესეც ხდება. აქამდეც უნდა გაეკეთებინა. დელიკატური მომენტები არსებობს, მაგრამ მისი გავლა შესაძლებელია“, – თქვა მანჩინიმ.
აღსანიშნავია, რომ Rai Sport-ის ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ ტვიტერში დაწერა, რომ თუ „იუვედან“ ზაფხულში ანდრეა პირლოს დაითხოვენ, მაშინ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რობერტო მანჩინი უნდა მიიწვიონ და ეს საუკეთესო არჩევანი იქნება.