ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ „ბებერი ქალბატონის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი იტალიელი ფორვარდის განცხადებით, მიმდინარე სეზონში „იუვეს“ პაულო დიბალას არყოფნა ძალიან დაეტყო.
„ჩემი აზრით, ამ სეზონში პირლოს შეცდომები არის და პასუხისმგებლობაც ეკისრება, მაგრამ მას მომავალშიც ვენდობოდი. „იუვენტუსს“ ბევრი პრობლემა აქვს და ზედიზედ 9 სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის შემდეგ ნორმალურია, როომ ადრე თუ გვიან ჩემპიონი ვერ გახდება. ამიტომაც, ყველაფერს შავ ფერებში ვერ ვხედავ. პლუს ამას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „იუვეს“ მიმდინარე სეზონში დიბალას 20 გოლი აკლია“, – თქვა ბობომ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ვიერი „იუვენტუსში“ 1996-1997 წლების სეზონში თამაშობდა.