მთავარი / თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი (გვერდი 17)

თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი

მელო: “კიელინის დავარტყი და ჩემთან პრობლემა ამიტომ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ავტობიოგრაფიულ წიგნში ჯორჯომ მელოზე ცუდად ისაუბრა და დამპალი ვაშლიც უწოდა, ვითარება მათ შორის დაიძაბა. „მას ჩემთან პრობლემა აქვს, რადგან „სიენას“ ვეთამაშებოდით, როდესაც დავარტყი. იმის მერე აღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. წიგნი დაწერა და ისეთი რამეები დაწერა, ადვილად რომ გაიყიდოს. …

სრულად წაკითხვა »

კიელინი და ბალოტელი შერიგდნენ

ჯორჯო კიელინი და მარიო ბალოტელი შერიგდნენ. მას შემდეგ, რაც კიელინიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში ბალოტელის უარყოფით პერსონა უწოდა, იტალიაში დიდი პოლემიკა დაიწყო. თუმცა, სატელევიზიო შოუში Le Iene Show-ში ფეხბურთელები შეარიგეს. ბალოტელიმ ჯორჯოს უთხრა, რომ ძლაიან უყვარს და ყველაფერი ჩავლილია, ხოლო კიელინიმ მას წარმატებები უსურვა და დიალოგისას ბევრიც იხუმრეს. ასე, რომ ეს ისტორია …

სრულად წაკითხვა »

ბირინდელი კიელინის: “შხამის წარმოქმნა საჭირო არაა”

ჯორჯო კიელინის გაკეთებული განცხადებები მარიო ბალოტელისა და ფელიპე მელოს მისამართით, ბოლო დღეებში იტალიაში განხილვის საკითხია. ჯორჯო ამჯერად ყოფილმა თანაგუნდელმა ალესანდრო ბირინდელიმ გააკრიტიკა. „მე ჯორჯო მიყვარს და პატივს ვცემ ჯერ როგორც ადამიანს და შემდეგ ფეხბურთელს. მაგრამ გარკვეული განცხადებების გაკეთებამდე უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო. ამ მომენტში შხამის წარმოქმნა საჭირო არაა“, – თქვა …

სრულად წაკითხვა »

კიელინი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს. „ტრავმის შემდეგ არასდროს მიფიქრია, რომ იმაზე ძლიერი დავბრუნდებოდი, როგორც მანამდე ვიყავი. ეჭვი იმის შესახებ გამეგრძელებინა თუ არა კარიერა, მაშინვე გავაქრე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. ვაგრძელებ „იუვესთან“ ერთად, მხარდაჭერას ისევ ვგრძნობ. რამდენიმე წელიწადში კი ვიტყვი, რომ …

სრულად წაკითხვა »

მარკო ტარდელიმ კიელინი გააკრიტიკა: “სიძულვილი ქმნის სიძულვილს!”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ჯორჯო კიელინი გააკრიტიკა, მარიო ბალოტელის, ფელიპე მელოსა და „ინტერთან“ დაკავშირებული განცხადებების გამო. „გულწრფელად ვწუხვარ ეროვნული ნაკრების, „იუვენტუსის“ კაპიტნისა და AIC-ის წამყვანი ფიგურის, ჯორჯო კიელინის განცხადებების გამო. მძიმე სიტყვები კოლეგებისა და თანაგუნდელების მიმართ. სხვა კლუბებისადმი გამოცხადებული სიძულვილი ქმნის ისევ სიძულვილს. ისეთი კაპიტნებისგან, როგორებიც ძოფი და …

სრულად წაკითხვა »

ტონი: “კიელინის წინააღმდეგ თამაში ურთულესია”

კრისტიან ვიერი ინსტაგრამში ლუკა ტონის ესაუბრა და ბოლო ერთი დღის მთავარი თემა ჯორჯო კიელინი – მარიო ბალოტელის დაპირისპირება გაარჩიეს. უფრო სწორად, ვიერიმ ჰკითხა ტონის რას ფიქრობდა ამ ინციდენტზე. მოგეხსენებათ, ჯორჯომ ავტობიოგრაფიულ წინგში დაწერა, რომ ბალოტელი ცუდი ადამიანია, რასაც მარიო სოციალურ ქსელში უპასუხა და ჯორჯო არაპირდაპირობაში დაადანაშაულა, უცნაური კაპიტანიც უწოდა. ლუკა …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “კიელინი ზღაპრული ადამიანია, ანიელიმ კი ნამდვილი იმპერია შექმნა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჯორჯო კიელინი დაიცვა და განაცხადა, რომ ბალოტელის უმიზეზოდ არ გააკრიტიკებდა. გარდა ამისა, ანდრეა ანიელი შეაქო, თქვა, რომ მან ნამდვილი იმპერია შექმნა. „არ ვიცნობ ფელიპე მელოს, არ მითამაშია მასთან და არ ვიცი როგორი ადამიანია. მაგრამ მარიო კარგი ბიჭია, ბავშვია, კიელინი რას გულისხმობდა არ ვიცი. შემიძლია დაგარწმუნოთ, …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “კიელინის ყიდვა “რომაში” მინდოდა, ისეთი თვისებები ჰქონდა, რაც სხვებში არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასში ის თვისებები დაინახა, რაც სხვებს არ ჰქონდათ. „მახსოვს კიელინის დებიუტი „იუვეში“, თუმცა რეალურად ეს უფრო ადრე დაიწყო. მე ის „ლივორნოში“ ვნახე, როდესაც “რომას” მწვრთნელი ვიყავი და გადავწყვიტეთ მისი უფლებების 50% გვეყიდა. შემდეგ „იუვემ“ „რომაზე“ უკეთესი წინადადება …

სრულად წაკითხვა »

მელომ კიელინის უპასუხა: “რაც გასახდელში ხდება, იქვე რჩება”

ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფელიპე მელო ცუდზე ცუდი ადამიანია, დამპალი ვაშლი. იტალიელის განცხადებას ბრაზილიელმა უმალვე უპასუხა და ის მატჩები გაახსენა, როდესაც მელომ კიელინი დაამარცხა. ფელიპე არ გამორიცხავს, რომ ჯორჯო ამის გამო დღემდე ღელავს და ნერვიულობს. „როდესაც ტურინში ვიყავი, პატივისცემის ნაკლებობა არავის მიმართ არ მქონია: თანაგუნდელების, მენეჯერების, ზოგადად „იუვენტუსის“. თუმცა, ამ …

სრულად წაკითხვა »

ბალოტელიმ კიელინის უპასუხა: “კაცივით არ მოიქეცი”

მარიო ბალოტელიმ ჯორჯო კიელინის უპასუხა. მოგეხსენებათ, კიელინიმ თქვა, რომ მარიო ძალიან ცუდი ადამიანია. „შენ 2013 წლიდან ბევრი შანსი გქონდა ამის სათქმელად, როგორც ნამდვილ კაცს, მაგრამ ეს არ გააკეთე. ვინ იცის, რას იტყვი ერთ დღეს დღევანდელ თანაგუნდლეებზე, უცნაურო კაპიტანო. თუ ეს ნიშნავს ჩემპიონს, მაშინ არ მინდა ასეთი ჩემპიონი მოთამაშე ვიყო. „აძურის“ …

სრულად წაკითხვა »