მარიო ბალოტელიმ ჯორჯო კიელინის უპასუხა. მოგეხსენებათ, კიელინიმ თქვა, რომ მარიო ძალიან ცუდი ადამიანია.
„შენ 2013 წლიდან ბევრი შანსი გქონდა ამის სათქმელად, როგორც ნამდვილ კაცს, მაგრამ ეს არ გააკეთე. ვინ იცის, რას იტყვი ერთ დღეს დღევანდელ თანაგუნდლეებზე, უცნაურო კაპიტანო. თუ ეს ნიშნავს ჩემპიონს, მაშინ არ მინდა ასეთი ჩემპიონი მოთამაშე ვიყო. „აძურის“ მაისურის მიმართ პატივისცემის ნაკლებობა არასდროს მქონია“, – დაწერა ბალოტელიმ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელი და კიელინი თანაგუნდელები იტალიის ნაკრებში იყვნენ.