ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ავტობიოგრაფიულ წიგნში ჯორჯომ მელოზე ცუდად ისაუბრა და დამპალი ვაშლიც უწოდა, ვითარება მათ შორის დაიძაბა.
„მას ჩემთან პრობლემა აქვს, რადგან „სიენას“ ვეთამაშებოდით, როდესაც დავარტყი. იმის მერე აღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. წიგნი დაწერა და ისეთი რამეები დაწერა, ადვილად რომ გაიყიდოს. ხალხი კვდება და ამ დროს წიგნს წერს…
მეც შემიძლია ათასი წიგნი დავწერო იმაზე, რაც „იუვეში“ ხდებოდა. მას ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდია, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება უნდა შეეძლოს.
შეეძლო მაგალითი ხავიერ ძანეტისგან აეღო, ნამდვილი კაცისგან, რომელსაც თავის წიგნში „იუვენტუსი“ არ უხსენებია“, – თქვა მელომ.
შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი და ფელიპე მელო თანაგუნდელები 2009-2011 წლებში იყვნენ.