ჯორჯო კიელინის გაკეთებული განცხადებები მარიო ბალოტელისა და ფელიპე მელოს მისამართით, ბოლო დღეებში იტალიაში განხილვის საკითხია.
ჯორჯო ამჯერად ყოფილმა თანაგუნდელმა ალესანდრო ბირინდელიმ გააკრიტიკა.
„მე ჯორჯო მიყვარს და პატივს ვცემ ჯერ როგორც ადამიანს და შემდეგ ფეხბურთელს. მაგრამ გარკვეული განცხადებების გაკეთებამდე უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო. ამ მომენტში შხამის წარმოქმნა საჭირო არაა“, – თქვა ბირინდელიმ.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბირინდელი „იუვენტუსში“ 1997-2008 წლებში თამაშობდა.