ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფელიპე მელო ცუდზე ცუდი ადამიანია, დამპალი ვაშლი. იტალიელის განცხადებას ბრაზილიელმა უმალვე უპასუხა და ის მატჩები გაახსენა, როდესაც მელომ კიელინი დაამარცხა.
ფელიპე არ გამორიცხავს, რომ ჯორჯო ამის გამო დღემდე ღელავს და ნერვიულობს.
„როდესაც ტურინში ვიყავი, პატივისცემის ნაკლებობა არავის მიმართ არ მქონია: თანაგუნდელების, მენეჯერების, ზოგადად „იუვენტუსის“. თუმცა, ამ ეტაპზე მე მას პატივს არ ვცემ და არასდროს იქნება ეს.
მან თქვა, რომ ბალოტელი ცუდი ადამიანია, მაგრამ კიდევ უფრო უარესი და ჩემთან ყოფნა ყოველთვის ჩუხის რისკს შეიცავდა? ადვილია სხვებზე საუბარი წიგნიდან, შესაძლოა, ეს მცველი კიდევ გაბრაზებულია ჩემზე, რადგან, როდესაც „გალათასარაიში“ ვიყავი, ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გავაგდეთ.
ან იმის გამო, რომ „ინტერმა“ ყველაფერი მოიგო და მე ინტერისტა ვიყავი. ის ასეთია, ყოველთვის „ფენომენი“. კიდევ ერთი რამ მახსენდება: 2009 წლის კონფედერაციათა თასი, როდესაც ბრაზილიის ნაკრებით 3:0 დავამარცხე. ან იქნებ იმიტომ, რომ საერთაშორისო დონეზე მას საერთოდ არაფერი მოუგია.
ასე დავასრულებ: ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ის ნაკლებად პროფესიონალია, სწორედ მან გამოიჩინა პატივისცემის ნაკლებობა. აქ შევჩერდები და სხვას არაფერს დავამატებ, რადგან რაც გასახდელში ხდება, იქვე უნდა დარჩეს“, – თქვა მელომ.