ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასში ის თვისებები დაინახა, რაც სხვებს არ ჰქონდათ.
„მახსოვს კიელინის დებიუტი „იუვეში“, თუმცა რეალურად ეს უფრო ადრე დაიწყო. მე ის „ლივორნოში“ ვნახე, როდესაც “რომას” მწვრთნელი ვიყავი და გადავწყვიტეთ მისი უფლებების 50% გვეყიდა. შემდეგ „იუვემ“ „რომაზე“ უკეთესი წინადადება გააკეთა და ტურინში ჩამოვიყვანეთ, ბედნიერი ვიყავი. დიდი ათლეტური თვისებები ჰქონდა, პერსონალურობა და ამიტომ, ჯერ „მესინასთან“ დებიუტის საშუალება მივეცი, შემდეგ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ვათამაშე.
მან გამოავლინა ხასიათი, სწავლობდა და თან თამაშობდა. წლიდან წლამდე უმატებდა, მარცხენა მცველად დაიწყო და ცენტრალურად უკეთეს ფეხბურთელად გადაიქცა. მე არასდროს არავისთვის არაფერი მიჩუქებია, თუ ის თამაშობდა, ამას იმსახურებდა. მასში თვისებები დავინახე, რომელიც სხვებს არ ჰქონდათ“, – განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო კიელინის „იუვეში“ 2005-2006 წლებში ავარჯიშებდა და სწორედიმ პერიოდში შედგა ჯორჯოს ტურინული დებიუტი.