მთავარი / თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი (გვერდი 19)

თეგის არქივი: ჯორჯო კიელინი

კიელინის “ინტერთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი შესაძლოა „ინტერთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილოთ. ვეტერანმა მცველმა ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ბოლო დღეებში კუნთების გადაღლილობას უჩიოდა. ამიტომაც, ჯერაც უცნობია, შეძლებს თუ არა „ნერაძურის“ წინააღმდეგ პირველივე წუთიდან თამაშს. კიელინის ადგილს დიდი ალბათობით, ისევ მატიას დე ლიხტი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ინტერის“ მატჩი 8 მარტს …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო და “იუვე” ისევ ერთად

ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ცნობით, ეს ფორმალობაა და მხარეები სეზონის დასრულებამდე ხელშეკრებას ხელს ოფიციალურად მოაწერენ. ჯორჯოს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება და ის 1 წლით გახანგრძლივდება. შეგახსენებთ, რომ კიელინი „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2004 წლიდან იცავს და 2018 წლიდან გუნდის კაპიტანია.

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ყველაზე უარესი ნაწილი დასრულდა, ახლა ყველაზე რთული იწყება”

ჯორჯო კიელინი ზუსტად ხუთნახევარი თვის შემდეგ დაბრუნდა. იტალიელმა „ბრეშასთან“ მატჩის ბოლო 12 წუთი გაატარა მინდორზე და თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჯორჯო იმედოვნებს, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე თანაგუნდელებს სათანადოდ დაეხმარება. „ყველაზე უარესი ნაწილი დასრულდა, ახლა ყველაზე რთული ნაწილი იწყება. კმაყოფილი ვარ, ნელ-ნელა ვბრუნდები. დღეს მინდა მადლობა მწვრთნელს და თანაგუნდელებს ვუთხრა, …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინიმ ითამაშა!

ტურინის “იუვენტუსს” ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა. ვეტერან მცველს ტრავმის გამო 5 თვეზე ოდნავ მეტი გაუცდა და ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო. მერე ახალგაზრდულ გუნდში ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი სერია A-შიც ვიხილეთ მოედანზე. “ბრეშასთან” მატჩის 63-ე წუთზე კიელინი გასახურებლად გაეშურა და სტადიონის მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. 78-ე წუთზე კი, ლეონარდო ბონუჩის …

სრულად წაკითხვა »

კიელინიმ ამხანაგურ მატჩში ითამაშა

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ახალგაზრდულ გუნდში ამხანაგური თამაში ჩაატარა სამოყვარულო გუნდის „ჩისოლას“ წინააღმდეგ. ჯორჯომ თითო ტაიმში 20-20 წუთი ითამაშა და ეს იყო პირველი ტესტი მძიმე ტრავმის შემდეგ. კიელინის დაბრუნების დრო სულ უფრო და უფრო ახლოვდება და მაურიციო სარის განკარგულებაში თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იქნება.   Allenamento dedicato questa …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩიმ დიბალასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაადასტურა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პაულო დიბალას ახალ კონტრაქტზე. პარატიჩის თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია და მომდევნო თვეებში ყველაფერი უნდა მოგვარდეს. „დიბალა „იუვენტუსის“ 10 ნომერია, ფუნდამენტური ფეხბურთელია. ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს მას. მომდევნო თვეებში მასთან დავილაპარაკებთ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იანვრამდეც ამ საკითხზე და ისევ მივუბრუნდებით …

სრულად წაკითხვა »

როდის შეძლებს კიელინი თამაშს?

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი 5-თვიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ეს ცხადია, გადასარევი ინფორმაციაა. თუმცა, ვარჯიშის დაწყების მიუხედავად, ნათელია, რომ ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ მისი თამაშში ჩართვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ჯორჯო ამ ეტაპზე მხოლოდ საწვრთნელი პროცესით შემოიფარგლება და უახლოესი დღეები გამოაჩენს, როდის იქნება …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი დაბრუნდა!

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი დაბრუნდა. ვეტერანმა იტალიელმა, რომელიც აგვისტოს შემდეგ ლაზარეთში იყო, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. „მოედანზე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მშვენიერი გრძნობა!“, – დაწერა სოციალურ ქსელში კიელინიმ. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება სათამაშოდ მზად ჯორჯო. სავარაუდოდ ეს თებერვლის ბოლოს მოხდება.   In campo con i miei compagni, sensazione …

სრულად წაკითხვა »

კიელინი – “იუვეს” ახალი შენაძენი სეზონის მეორე ნაწილისთვის

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის განახლებულ განაცხადში ჯორჯო კიელინი შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაბრუნება ახლოვდება. 35 წლის კაპიტანი აგვისტოს ბოლოს მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ 5 თვე გავიდა. კიელინი სჭირდება „იუვეს“, მისი გამოცდილება, ქარიზმა, ძალა. შემთხვევითი არაა, რომ „იუვემ“ კიელოს გარეშე სერია A-ს 22 მატჩში 21 გოლი გაუშვა. რუგანი ამ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი და ხედირა გუნდს ორ კვირაში დაუბრუნდებიან

ტურინის „იუვენტუსმა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ იაქტიურა და დეიან კულუსევსკის თუ არ ჩავთვლით, რომელიც იჯარით სეზონის ბოლომდე „პარმაში“ დარჩება, ახალი ფეხბურთელები არ შეუძენია. თუმცა, ტურინელთა რიგებში მატებას მაინც ელოდებიან. Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სამი ხედირა და ჯორჯო კიელინი ორ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებენ. კიელინი სეზონის სტარტზევე …

სრულად წაკითხვა »