ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი შესაძლოა „ინტერთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილოთ.
ვეტერანმა მცველმა ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ბოლო დღეებში კუნთების გადაღლილობას უჩიოდა. ამიტომაც, ჯერაც უცნობია, შეძლებს თუ არა „ნერაძურის“ წინააღმდეგ პირველივე წუთიდან თამაშს.
კიელინის ადგილს დიდი ალბათობით, ისევ მატიას დე ლიხტი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ინტერის“ მატჩი 8 მარტს გაიმართება.