ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი 5-თვიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ეს ცხადია, გადასარევი ინფორმაციაა.
თუმცა, ვარჯიშის დაწყების მიუხედავად, ნათელია, რომ ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ მისი თამაშში ჩართვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ჯორჯო ამ ეტაპზე მხოლოდ საწვრთნელი პროცესით შემოიფარგლება და უახლოესი დღეები გამოაჩენს, როდის იქნება მატჩებისთვის მზად.
ტურინელთა მიზანია, რომ 26 თებერვალს, „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩისთვის ჯორჯო ხელმისაწვდომი იყოს, ხოლო 1 მარტს, „ინტერთან“ შეხვედრაში უკვე მოედანზე გასვლაც შეეძლოს.
ფაქტია, კიელინის დაბრუნება ახლოვდება და ეს „იუვესთვის“ პრაქტიკულად ახალ ტრანსფერს უდრის. თანაც, იტალიელი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და არამარტო სათამაშო კუთხით.