ტურინის “იუვენტუსს” ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა. ვეტერან მცველს ტრავმის გამო 5 თვეზე ოდნავ მეტი გაუცდა და ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
მერე ახალგაზრდულ გუნდში ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი სერია A-შიც ვიხილეთ მოედანზე.
“ბრეშასთან” მატჩის 63-ე წუთზე კიელინი გასახურებლად გაეშურა და სტადიონის მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. 78-ე წუთზე კი, ლეონარდო ბონუჩის ნაცვლად ჩაერთო თამაშში ლოგიკურია, “ალიანც სთედიუმმა” ტაში ისევ არ დაიშურა.
შეგახსენებთ, რომ კიელინიმ პირველ ტურში “პარმასთან” გამარჯვების გოლი გაიტანა, შემდეგ ვარჯიშზე დაშავდა და მას მერე პირველად გავიდა მოედანზე.
No ©aption needed.#JuveBrescia pic.twitter.com/yukUaBM84W
— JuventusFC (@juventusfc) February 16, 2020