ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი დაბრუნდა. ვეტერანმა იტალიელმა, რომელიც აგვისტოს შემდეგ ლაზარეთში იყო, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
„მოედანზე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მშვენიერი გრძნობა!“, – დაწერა სოციალურ ქსელში კიელინიმ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება სათამაშოდ მზად ჯორჯო. სავარაუდოდ ეს თებერვლის ბოლოს მოხდება.
In campo con i miei compagni, sensazione bellissima! ⚪️⚫️ pic.twitter.com/tF0IyomdOn
— Giorgio Chiellini (@chiellini) February 4, 2020