ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი „ვერონასთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელ ნახევარმცველს კუნთის დაზიანება აღენიშნება.
ტრავმა სერიოზულია არაა და ფედერიკოს დაბრუნება 13 თებერვალს, „მილანთან“ სათასო მატჩში ან შემდეგ, „ბრეშასთანაა“ მოსალოდნელი.
ბოლო დროს ბერნარდესკი „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში ისედაც იშვიათად ხვდებოდა და მაურიციო სარი სათამაშო დროს ნაკლებად აძლევდა.