ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პაულო დიბალას ახალ კონტრაქტზე.
პარატიჩის თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია და მომდევნო თვეებში ყველაფერი უნდა მოგვარდეს.
„დიბალა „იუვენტუსის“ 10 ნომერია, ფუნდამენტური ფეხბურთელია. ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს მას. მომდევნო თვეებში მასთან დავილაპარაკებთ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იანვრამდეც ამ საკითხზე და ისევ მივუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას.
კიელინი? ჯორჯო თავს კარგად გრძნობს, მაგრამ როგორც სარიმ განაცხადა, სწორედ კიელინის შეგრძნებას უნდა მოვუსმინოთ. გამოცდილი ფეხბურთელია მან ყველაზე უკეთ იცის, როდის იქნება მზად თამაშისთვის“, – განაცხადა პარატიჩიმ.