ჯორჯო კიელინი და მარიო ბალოტელი შერიგდნენ. მას შემდეგ, რაც კიელინიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში ბალოტელის უარყოფით პერსონა უწოდა, იტალიაში დიდი პოლემიკა დაიწყო.
თუმცა, სატელევიზიო შოუში Le Iene Show-ში ფეხბურთელები შეარიგეს. ბალოტელიმ ჯორჯოს უთხრა, რომ ძლაიან უყვარს და ყველაფერი ჩავლილია, ხოლო კიელინიმ მას წარმატებები უსურვა და დიალოგისას ბევრიც იხუმრეს.
ასე, რომ ეს ისტორია უკვე წარსულის კუთვნილებაა და ფეხბურთელებისთვის ეს საკითხი დახურულია.