ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჯორჯო კიელინი დაიცვა და განაცხადა, რომ ბალოტელის უმიზეზოდ არ გააკრიტიკებდა.
გარდა ამისა, ანდრეა ანიელი შეაქო, თქვა, რომ მან ნამდვილი იმპერია შექმნა.
„არ ვიცნობ ფელიპე მელოს, არ მითამაშია მასთან და არ ვიცი როგორი ადამიანია. მაგრამ მარიო კარგი ბიჭია, ბავშვია, კიელინი რას გულისხმობდა არ ვიცი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯორჯოს უდიდეს პატივს ვცემ. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ესმის ფეხბურთი, შეიძლება მოედანზე მოგკლას, მაგრამ მოედანს მიღმა მართლა ზღაპრული ადამიანია. ალბათ თავისი მიზეზებები ექნებოდა, რადგან ასეთი რაღაც თქვა. მარიოს ზედაპირულად ვიცნობ, მაგრამ კიელინისთან ეროვნულ ნაკრებში ათწლეული ვითამაშე და ნამდვილად კარგი და თავაზიანი ბიჭია.
ანდრეა ანიელი? იცით, რომ „იუვე“ არ მესიმპატიურება, მაგრამ ის სამ-ოთხ ენაზე საუბრობს და ნამდვილი იმპერია შექმნა. უკეთესი გუნდი ააშენა, ვიდრე „ტრიადას“ (მოჯი, ჯირაუდო, ბეტეგა) ჰყავდა, ვიდრე ბაბუასმა ან ბიძამისმა გააკეთა. მას შემდეგ, რაც მან კლუბის მართვა დაიწყო, „იუვემ“ ყველაფერი მოიგო. შექმნა კლუბი, რომელიც ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს იმატებს, ააშენა სტადიონი, სასწაულები მოახდინა. დღეს „იუვენტუსი“ სწორედ ანიელის წყალობით არის მსოფლიოს სამ-ოთხ საუკეთესო გუნდში“, – თქვა კასანომ.