მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 505)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ბოლონიასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზის შემდეგ დღეს პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მაურიციო სარის გუნდი „ბოლონიას“ შინ დაუხვდება. Tuttosport-ის ვერსიით, „იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი; რონალდუ, იგუაინი შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

ფერგიუსონს “იუვენტუსთან” განზრახ წაგებაში ადანაშაულებენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ განზრახულად წაგებაში ბრალი დასდეს. კორუფციაში ეჭვმიტანილმა საფეხბურთო აგენტმა ჯუზეპე პალიარიმ პროკურორ ბრაინ ო’ნილს განუცხადა, რომ შოტლანდიელმა „იუვენტუსთან“ წაგების გამო Rolex-ის საათი მიიღო, რომლის ღირებულება 30 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ თამაშზეა საუბარი, ამის შესახებ დეტალური ცნობა …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ბოლონიასთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა როგორც გუნდში არსებულ ვითარებაზე, ისე ხვალინდელ თამაშზე. „ბოლონია“ ერთ-ერთი გუნდია, რომელიც სეზონის ამ ნაწილში მომეწონა.ეს არის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც გამორჩეულია ბურთს ართმევაში და კარში დარტყმებით. მასთან დაპირისპირება სახიფათოა, რადგან მაღალი დონისაა. იმედია მიხაილოვიჩი სათადარიგო სკამზე იქნება, …

სრულად წაკითხვა »

კიელინის აგენტი: “ჯორჯო სეზონის დასკვნით ნაწილში ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტნის ჯორჯო კიელინის აგენტმა დავიდე ლიპიმ თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯორჯოს სარეაბლიტიაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და სეზონის დასკვნით ნაწილში მოედანს დაუბრუნდება. „იუვე“ ისევ მოიგებს სკუდეტოს? ცხადია, ყველაზე ძლიერია, შემადგენლობაც ყველაზე ძლიერია და დაკომპლექტებულია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მიმდინარე სეზონი ძალიან მომწონს. კიელინი? მისი გამოჯანმრთელების პროცესი დადებითად …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს ეფექტი – “იუვეს” მაისურების რეალიზაცია წინა წლებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა

კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი „იუვენტუსისთვის“ დაუჯერებელია როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. ინსტაგრამში ტურინული გუნდის გამომწერთა რაოდენობა საოცრად გაიზარდა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადაასწრო, რის შედეგადაც მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება. ახლა კი, კიდევ ერთ საკითხში იქონია დიდი გავლენა – მაისურების რეალიზაციაზე. 2018-2019 წლების სეზონში „იუვეს“ მილიონ 315 ათასი …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი ფორმაში მკაცრი დიეტის წყალობით შევიდა

გონსალო იგუაინმა ჩველ ფორმაში დაბრუნება მკაცრი დიეტის წყალობით შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას La Stampa ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ზაფხულში ტურინელებმა იგუაინის წონის გაკონტრლება დაიწყეს და არგენტინელი დიეტაზე დასვეს. შედეგად, „პიპიტამ“ 2-3 კგ-ით დაიკლო და ახლა მის წონას კლუბი გამუდმებით 75 კგ-მდე აკონტროლებს. სწორედ ეს გახდა იგუაინის ათამაშების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მარჯვენა მცველს ეძებს – ველტმანი ფავორიტია

ტურინის „იუვენტუსი“ მარჯვენა მცველის კასტინგს აგრძელებს.დანილოსა და მატია დე შილიოს ტრავმიანობის ფონზე მაურიციო სარის დაცვაში ხუან კუადრადოს დახევა მოუწია. კოლუმბიელმა ახალ როლს ალღო კარგად აუღო, მაგრამ ტურინში კარგად იციან, რომ ეს არჩევანი არც აწმყოსთვის და არც მომავლისთვის საბოლოო ვერ იქნება. აქედან გამომდინარე მარჯვენა მცველის ყიდვის საკითხი გუნდში რეალურად დადგა. Tuttosport-ის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” შჩესნის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ვოიცეხ შჩესნისთვის ახალ კონტრაქტს აზადებს. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელობა პოლონელის გარჯით კმაყოფილია და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. შჩესნის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, ტურინელები ფეხბურთელს 2024 წლამდე ხელშეკრულების გახანგრძლივებას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ შჩესნი „იუვენტუსში“ 2017 წელს „რომადან“ …

სრულად წაკითხვა »

მერიჰ დემირალი უეფას კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. თურქი ფეხბურთელი ერთადერთია „იუვენტუსის“ მოთამაშეებიდან, რომელსაც მიმდინარეში თვეში ეს პატივი ხვდა წილად. დემირალმა თურქეთის ნაკრებში ალბანეთთან და საფრანგეთთან ითამაშა და განსაკუთრებით, ფრანგებთან შესანიშნავად გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდა და დღემდე ერთადერთი თამაში ჩაატარა („ვერონასთან“). …

სრულად წაკითხვა »

დანილო და დუგლას კოშტა დაბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა დაუბრკოლებლად მიიღო ბრაზილიელმა მცველმა დანილომ, რომელიც „ბოლონიასთან“ მატჩისთვის მზად იქნება. დანილოს გარდა, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა მატია პერინიც, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ინდივიდუალურად ივარჯიშა დუგლას კოშტამ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი ახლოვდება. რაც შეეხება აარონ რემზის, დღეისთვის ბოლომდე …

სრულად წაკითხვა »