მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 403)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვენტუსის” ფეხბურთელების კორონავირუსის ტესტების პასუხები უარყოფითია

ტურინის „იუვენტუსში“, რომელიც კარანტინში იმყოფება, ფეხბურთელებს და პერსონალს კორონავირუსის ტესტები უტარდებათ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ყველა ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია, შესაბამისად, დაავადება არცერთ ფეხბურთელს არ უფიქსირდება. გამონაკლისი ცხადია დანიელე რუგანია, რომელსაც კორონავირუსი ზუსტად 1 კვირის წინ დაუდასტურდა.

სრულად წაკითხვა »

სარიმ ლიპისა და ალეგრის შედეგები გაიმეორა

მაურიციო სარიმ მარჩელო ლიპისა და მასიმილიანო ალეგრის შედეგები გაიმეორა. 1994 წლიდან მოყოლებული მარტის თვეში „იუვენტუსი“ სერია A-ში პირველ ადგილზეა და პარალელურად იტალიის თასზე და ევროთასებზეც ასპარეზობს. ასეთი შემთხვევა ხსენებულ პერიოდში მხოლოდ მეხუთედ დაფიქსირდა. 1994-1995 წლების სეზონში მარჩელო ლიპის ჰქონდა ანალოგიური შედეგი და გუნდი უეფას თასისთვისაც იბრძოდა. საბოლოოდ, მაშინ „იუვემ“ სკუდეტო …

სრულად წაკითხვა »

ლუკა ტონი: “სკუდეტოს ბედი “იუვენტუსის” ხელშია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ მიუხედავად იმისა, რომ სეზონი შეჩერებულია, სკუდეტოს ბრძოლაზე ისაუბრა. ტონის აზრით, „იუვენტუსი“ ფავორიტია და თუ თავად არ დაუშვებს შეცდომებს, ჩემპიონი გახდება. „სკუდეტოსთვის ბრძოლა? ცხადია საჭიროა იმის გაგება, როდის განახლდება სეზონი გარდაუვალია მენტალურ და ფიზიკურ დონეზე გუნდების ვარდნა, რადგან პაუზა აქვთ. ქაღალდზე ფავორიტი რა თქმა უნდა, „იუვენტუსია“ …

სრულად წაკითხვა »

რუგანი: “გამიმართლა, კარგად ვარ”

დანიელე რუგანი, რომელსაც ექვსი დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელმა JTV-ს ინტერვიუ მისცა (ონლაინ რეჟიმში) და თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. „კარგად ვარ, ყოველთვის კარგად ვიყავი. არ მქონია სიმპტომები, რომელიც მას ახასიათებს. გამიმართლა, თუმცა ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან ჩვენს გარემოში პირველი ვიყავი. იმედი მაქვს, ჩემი შემთხვევა ცნობიერების ამაღლებაში …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “იუვენტუსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსმა“ და კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა თანამშრომლობა გააგრძელონ. ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ამ საკითხზე ფიქრობს და ანდრეა ანიელიც თანახმა იქნება. რონალდუს „იუვენტუსთან“ მოქმედი კონტრატი 2022 წლამდე აკავშირებს და არაა გამორიცხული ხელშეკრულება ერთი ან ორი წლით გაახანგრძლივოს. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირის ჩათვლით 25 გოლი აქვს გატანილი.

სრულად წაკითხვა »

დელ პიერომ დიბალას შესახებ ისაუბრა

ალესანდრო დელ პიერომ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, არგენტინელმა ბოლო ფორვარდთან ყველაზე ახლოს უნდა ითამაშოს. „ვფიქრობ, რომ მისთვის საუკეთესო პოზიცია ფორვარდთან ძალიან ახლოს თამაშია. მას შეუძლია პასის გაკეთება, გატანა, დრიბლინგი. იდეალურია ნახევარდაცვას და შეტევას შორის კავშირის დამყარებაში, ის არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს ზონებს უთავისფულებს. „იუვენტუსს“ ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის …

სრულად წაკითხვა »

მადეირაზე მიწისძვრა მოხდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუ მშობლიურ მადეირაძე მიწისძვრა მოხდა. 3.5 ბალიანი მიწისძვრა დღეს ადგილობრივი დროით 10:08 საათზე დაფიქსირდა და როგორც ცნობილია მოსახლეობა არ დაზიანებულა. შეგახსენებთ, რომ რონალდუ მადეირაზე თვითიზოლაციაში იმყოფება.

სრულად წაკითხვა »

პოგბას ტრანსფერი იუვენტუსს 250 მილიონი ევრო დაუჯდება

ტურინის იუვენტუსს ისევ სურს პოლ პოგბას შეძენა, თუმცა ეს ტრანსფერი კლუბს ძვირი დაუჯდება. იტალიური პრესის ცნობით, პოლ პოგბას ჯამური ტრანსფერი იუვენტუსს 250 მილიონი ევრო დაუჯდება. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების ფონზე აღნიშნული თანხის გადახდა კლუბისთვის წარმოუდგენელიც კია. თანხაში შესულია მანჩესტერ იუნაიტედის საკონპესაციო წილი და ფეხბურთელის ხუთწლიანი კონტრაქტის ასანაზღაურებელი თანხა.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ 120 ათასი ევრო გადაურიცხა საავადმყოფოს, სადაც მისი შვილი გადაარჩინეს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა 120 ათასი ევრო შესწირა ტურინის საავადმყოფოს კორონავირუსთან ბრძოლაში. ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. ჰოსპიტალი აღნიშნულ ფინანსურ სახსრებს COVID-19-თან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი მასალების შესაძენად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ეს, ის საავადმყოფოა, სადაც ბონუჩის შვილი მატეო 2016 წელს განკურნეს.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ფეხბურთელების სეზონის დასრულების გარეშე სკუდეტო არ უნდათ

იტალიის სერია A 3 აპრილამდე შეჩერებულია, მაგრამ იტალიაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ძნელი სათქმელია როდის ან საერთოდ თუ განახლდება. La Repubblica-ს ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს არ სურთ სკუდეტოს მიღება იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი არ განახლდება და ურჩევნიათ ტიტული არავის გადაეცეს. შეგახსენებთ, რომ ამ ორი ვარიანტის გარდა, პლეი-ოფის დანერგვაც განიხილება, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა …

სრულად წაკითხვა »