მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 410)

თეგის არქივი: იუვენტუსი

უეფა “იუვე” – “ლიონის” უმაყურებლოდ ჩატარებას არ გამორიცხავს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ – „ლიონის“ შეხვედრა სად ან როგორ გაიმართება ჯერ უცნობია. L’Equipe-ს ინფორმაციით, უეფა არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა ტურინში უმაყურებლოდ გაიმართოს. ალექსანდრ ჩეფერენის (უეფას პრეზიდენტი) განცხადებით, კორონავირუსის შესახებ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ. აქვე გეტყვით, რომ გუშინ ჟან-მიშელ ოლა გამოვიდა ინიციატივით, რომ თამაში ნეიტრალურ …

სრულად წაკითხვა »

ვან გაალი: “დე იონგი “იუვეს” სჭირდება, დე ლიხტი “ბარსელონას”

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი „ბარსელონაში“, ფრენკი დე იონგი კი „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო. „აიაქსის“ ყოფილი მწვრთნელი მიიჩნევს, ამ კომბინაციით, ყველა მოიგებდა. „ჩემი აზრით, კლუბი, რომელსაც დე ლიხტი უნდა ეყიდა, პირველ რიგში „ბარსელონა“ იყო. ვხედავთ, რომ ბუსკეტსი აქაა, ამიტომაც, უმჯობესი იქნებოდა, დე იონგი „იუვენტუსში“ გადასულიყო. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანზე” მაყურებლებს სავარაუდოდ დაუშვებენ

„იუვენტუსი“ – „მილანის“ მატჩთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ხშირად ვრცელდება. თავდაპირველად გაჟღერებული ცნობით, თამაშზე დასწრება ქომაგებისთვის შესაძლებელი იქნებოდა. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართებოდა, ხოლო ბოლო ცნობებით, მაყურებელს თამაშზე დაუშვებენ. თუ ოთხშაბათამდე იტალიის მთავრობა სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ალიანც სთედიუმზე“ მაყურებლებს დასწრება შეეძლებათ.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი” სავარაუდოდ 9 მარტს გაიმართება

იტალიაში კორონავირუსის გამო სერია A-ს კალენდარი თავდაყირა დადგა. გასულ ტურში ექვსი თამაში გადაიდო, მაგრამ მხოლოდ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ გადადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ჯუზეპე მაროტას განცხადებით დაიწყო. ექვსივე თამაში ლეგამ 13 მაისისთვის გადაიტანა, მაგრამ ახლა იტალიური მედია იტყობინება, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა. ხსენებული მატჩები უახლოეს შაბათ-კვირას შედგება, ხოლო „იუვე“ – „ინტერი“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანი” დიდი ალბათობით უმაყურებლოდ ჩატარდება

„იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა შესაძლოა უმაყურებლოდ ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით თამაშზე გულშემატკივრების დასწრება დაუშვეს, ახლა იტალიური მედია განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. ტურინში ჯერ კიდევ დაკეტილია სკოლები 9 მარტამდე და ისევ კარანტინია გამოცხადებული, ამიტომაც, გადაწყვეტილება გადაიხედება და დიდი ალბათობით, შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება. იტალიურ ფეხბურთში კორონავირუსის გამო ცოტა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლიონი” შესაძლოა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს

კორონავირუსის გამო არაა გამორიცხული „იუვენტუსი“ – „ლიონის“ შეხვდრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს. „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გუშინ ფრანგულ მედიასთან უეფას გადაწყვეტილების მიღება ურჩია. „გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, მაგრამ კორონავირუსის ფაქტები „ლიონთან“ მატჩის შემდეგ გამოვლინდა. თუნდაც „იუვეს“ 23 წლამდე გუნდი კარანტინში მოათავსეს, რომლის ოთხი წევრი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. უნდა დავაკვირდეთ განვითარებულ მოვლენებს, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს მეგობარი: “კრიშტიანუს “რეალში” დაბრუნების სურვილი აქვს”

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში „ელ კლასიკოს“ დაესწრო და ბუნებრივია ამან გააჩინა ეჭვები, რომ „რეალში“ დაბრუნება უნდა. ესპანურ მედიასთან ჟურნალისტმა და მისმა მეგობარმა ედუ აგირემ ამაზე საჯაროდ ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ რონალდუმ მადრიდში დაბრუნების სურვილი შეიგრძნო. წარმოუდგენელია ის, რაც გუშინ ხალხისგან მიიღო, „ბერნაბეუ“ ერთი საათით ადრე შეივსო, რადგან იცოდნენ, რომ ის იქ იქნებოდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” – “მილანი” მაყურებლებით, თუმცა შეზღუდვებით ჩატარდება

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის 4 მარტს გაიმართება და მაყურებლები დაიშვებიან. თუმცა, არსებობს შეზღუდვები. თამაშზე დასწრება შეეზღუდებათ რეგიონებიდან ლომბარდიის, ვენეტოსა და ემილია რომანიის და პროვინციებიდან სავონას, პეზაროსა და ურბინოს წარმომადგენლებს. ზემოხსენებულ ადგილებში საფეხბურთო მატჩების ჩატარება (მაყურებლებით) 8 მარტამდე შეზღუდული იქნება. „იუვენტუსი“ – „მილანის“ თამაში კი 4 …

სრულად წაკითხვა »

ბუფონის აგენტი: “ჯიჯის ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვეტილი არ აქვს”

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ ჯიჯის გადაწყვეტილება არ მიუღია. „ჯერ არაფერია გარკვეული, თავად გადაწყვეტს. მეჩვენება, რომ კარგადაა, თუმცა ამ მომენტში ამაზე არ გვისაუბრია“, – თქვა მარტინამ. შეგახსენებთ, რომ ბუფონს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უწერება, მაგრამ არაა გამორიცხული ფეხბურთში ისევ დარჩეს და ხელშეკრულება …

სრულად წაკითხვა »

სერია A-ს პრეზიდენტი: “ინტერმა” ორშაბათს მაყურებლებით თამაშზე უარი თქვა და მხოლოდ უმაყურებლოდ თამაში სურდა”

ლეგა სერია A-ს პრეზიდენტმ პაოლო დალ პინომ მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობას შეუტია. „ნერაძურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ „იუვენტუსთან“ შეხვედრის გადადება ტურინელებს აწყობდათ და ჩემპიონატი გააყალბეს. დალ პინომ მაროტას შეტევას შეტევითვე უპასუხა და თქვა, რომ ისინი მაყურებლებით თამაშზე კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და მხოლოდ კვირას, უმაყურებლოდ სურდათ თამაშის ჩატარება. „პარასკევს აღმასრულებულ …

სრულად წაკითხვა »