მთავარი / სიახლეები / სერია A / სერია A-ს პრეზიდენტი: “ინტერმა” ორშაბათს მაყურებლებით თამაშზე უარი თქვა და მხოლოდ უმაყურებლოდ თამაში სურდა”

სერია A-ს პრეზიდენტი: “ინტერმა” ორშაბათს მაყურებლებით თამაშზე უარი თქვა და მხოლოდ უმაყურებლოდ თამაში სურდა”

ლეგა სერია A-ს პრეზიდენტმ პაოლო დალ პინომ მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობას შეუტია. „ნერაძურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ „იუვენტუსთან“ შეხვედრის გადადება ტურინელებს აწყობდათ და ჩემპიონატი გააყალბეს.

დალ პინომ მაროტას შეტევას შეტევითვე უპასუხა და თქვა, რომ ისინი მაყურებლებით თამაშზე კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და მხოლოდ კვირას, უმაყურებლოდ სურდათ თამაშის ჩატარება.

„პარასკევს აღმასრულებულ დირექტორ დე სიერვოსთან ერთად „ინტერს“ შევთავაზეთ, რომ ორშაბათ საღამოს მაყურებლებით ეთამაშათ ტურინში. მათგან კატეგორიული უარი მივიღეთ, ახლა კი დროა თავად აიღონ პასუსისხმგებლობა და გაყალბებულ ჩემპიონატზე ნუ ლაპარაკობენ!“, – თქვა დალ პინომ.

„ინტერის“ მხრიდან აგორებული კამპანია, აშკარად ჰგავს წინასწარ განზრახულს. „იუვენტუსის“ თამაშის გარდა, კიდევ ოთხი თამაში გადაიდო, გარდა ამისა, წინა ტურში „ინტერი“ – „სამპდორია“ და ტურინში, „ტორინოს“ მატჩიც გადაიდო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …