მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 430)

თეგის არქივი: იუვენტუსი

სარი: “დიბალას სკამზე დატოვება ჩემთვის ძალიან დიდი სიმწარეა”

მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პაულო დიბალას თადარიგში დატოვება მისთვის სიმწარესთან ასოცირდება. „რონალდუ კარგად მუშაობს და ფიზიკურადაც კარგადაა. დუგლას კოშტა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მეტოქეს ძალიან ადვილად ატყუებს. ჩვენი მიზანია მაღალი რიტმი და მაქსიმალურად უწყვეტად ამის გაკეთებას. თუმცა, ეს ადვილი არაა. ჩვენ შეტევაში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ემრე ჯანის თვისებები ჩვენს სტილს არ შეესაბამებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდიდან წასული ემრე ჯანის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანელის სათამაშო თვისებები „იუვეს“ სტილში არ ჯდებოდა. „ემრე ჯანი? მას არ გააჩნია წელს ჩვენი თამაშისთვის შესაბამისი თვისებები, მაგრამ ცხადია დიდ და ევროპული დონის ფეხბურთელად რჩება. შარშან მან ჩვენთან კარგი სეზონი ჩაატარა“, – თქვა პარატიჩიმ. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ ტრეზეგეს რეკორდი გაიმეორა და ბატისტუტას უტევს

კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა (ჯამში 13 გოლი) და დავიდ ტრეზეგეს 2005 წელს მიღწეული შედეგი გაიმეორა. „იუვენტუსში“ მსგავსი დადებითი სერია სხვას არავის ჰქონია. თუ პორტუგალიელი მომდევნო ტურშიც გაიტანს, ტრეზეგეს რეკორდს საბოლოოდ დაამხობს. გარდა ამისა, უახლოვდება სერია A-ს რეკორდსაც. გაბრიელ ბატისტუტამ და ფაბიო კვალიარელამ მიჯრით 11-11 შეხვედრაში შეძლეს …

სრულად წაკითხვა »

გამარჯვება “ფიორენტინასთან” და რონალდუს მორიგი დუბლი

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა და ფლორენციის „ფიორენტინა“ 22-ე ტურში ადვილად დაამარცხა – 3:0. მიუხედავად ანგარიშისა, ტურინელებს ნერვიულობის გარეშე არ მოუგიათ და საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე გარვეული არც არაფერი ყოფილა. მე-40 წუთზე ანგარიში პენალტით კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელიც საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დაინიშნა. მე-80 წუთზე უკვე როდრიგო …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსი ვან დეიკის შესაძენად 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს

იუვენტუსი ვან დეიკის შესაძენად 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს

ბრიტანული პრესა შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერზე. იუვენტუსი დაინტერესებულია ლივერპულის მცველით. ბებერი ქალბატონი მზად არის გრანდიოზული ტრანსფერისათვის. ტურინელები თანახმა არიან, გამოყონ 150 მილიონი ფუნტი ჰოლანდიელის შესაძენად. წყაროს ინფორმაციით ვან დეიკი ინგლისის პრემიერლიგაში გამარჯვების შემდეგ განიხილავს ასეთ ვარიანტს, რადგან უკვე მოიპოვა ყველა მნიშვნელოვანი ტიტული ლივერპულში. იუვენტუსი ვან დეიკის გამო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს XXII ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლებს. მაურიციო სარის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო, დე ლიხტი, ალექს სანდრო, ბონუჩი, რუგანი, ჩოკოლო ნახევარმცველები: პიანიჩი, რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადო, იგუაინი, ბერნარდესკი შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 2 თებერვალს, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ – იანვრის MVP

ტურინის „იუვენტუსის“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. პორტუგალიელმა ზედიზედ მეორე თვეში მოახერხა MVP-ის ტიტულის მოპოვება. იანვარში კრიშტიანუ მართლაც შეუდარებელი იყო და 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რონალდუ იანვარში სერია A-ს საუკეთესო მოთაშეც გახდა. ორივე კუთვნილ ჯილდოს პორტუგალიელ შემტევს „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ გადასცემენ.   🏟 Domani, prima …

სრულად წაკითხვა »

სარი: “ეს შემადგენლობა ძლიერია და მის თვისებებს მე უნდა შევერწყა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. „პოლემიკა „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ? ჩემთვის ეს უცნაური იყო, რადგან მე მხოლოდ იმ ბიჭებს მივულოცე, რომლებთანაც სამი წელი ვმუშაობდი და ამ სამუშაოს წყალობით იტალიის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში მოვხვდი. გულშემატკივრები სამართლიანად გაბრაზდნენ, რადგან ცუდად ვითამაშეთ, ამ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მთავარი სამიზნე ზაფხულში პოგბა იქნება

ტურინის „იუვენტუსმა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ იაქტიურა, მაგრამ ზაფხულში გეგმავს აქტიურობას. Calciomercato-ს ცნობით, ტურინელთა მთავარი სამიზნე პოლ პოგბა იქნება. ფრანგს დიდი ხანია „იუვესთან“ აკავშირებენ. მარიო მანჯუკიჩისა და ემრე ჯანის გუნდიდან წასვლით სახელფასო ბიუჯეტი დაიზოგა, რაც ხელს შეუწყობს პოგბას ტურინში დაბრუნებას. თუმცა, ამავდროულად, იტალიელებს დიდი ალბათობით, ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგუარასთანაც მოუწევთ დამშვიდობება. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვემ” პიაცა მესამედ გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ მარკო პიაცა მესამედ გაანათხოვრა. ამჯერად ბრიუსელის „ანდერლხეტში“. ხორვატი შეტევი ბელგიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. ბელგიელებს მარკოს გამოსყიდვის უფლება ზაფხულში ექნებათ. პიაცა „იუვენტუსმა“ 2017 წლის ზაფხულში ზაგრების „დინამოდან“ შეიძინა. მას შემდეგ გელზენკირხენის „შალკესა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ ჰყავდა განათხოვრებული. მთლიანობაში „იუვეს“ მაისურით ბალკანელმა 21 თამაში ჩაატარა და 1 გოლი …

სრულად წაკითხვა »