მაურიციო სარიმ მარჩელო ლიპისა და მასიმილიანო ალეგრის შედეგები გაიმეორა. 1994 წლიდან მოყოლებული მარტის თვეში „იუვენტუსი“ სერია A-ში პირველ ადგილზეა და პარალელურად იტალიის თასზე და ევროთასებზეც ასპარეზობს. ასეთი შემთხვევა ხსენებულ პერიოდში მხოლოდ მეხუთედ დაფიქსირდა.
1994-1995 წლების სეზონში მარჩელო ლიპის ჰქონდა ანალოგიური შედეგი და გუნდი უეფას თასისთვისაც იბრძოდა. საბოლოოდ, მაშინ „იუვემ“ სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო, ხოლო უეფას თასზე ფინალში „პარმასთან“ დამარცხდა.
იგივე შედეგები სამჯერ ჰქონდა მასიმილიანო ალეგრის. 2014-2015 წლებში „იუვემ“ ისევ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში „ბარსელონასთან“ წააგო. ორი წლის შემდეგაც იგივე მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტურინელებმა ამჯერად „რეალთან“ წააგეს. 2017-2018 წლების სეზონში კი შავ-თეთრებმა იტალიაში ისევ ყველაფერი მოიგეს, ჩემპიონთა ლიგას კი მეოთხედფინალში აპრილში „რეალთან“ დრამატულ ბრძოლაში გამოეთიშა.
ვნახოთ რა იქნება მაურიციო სარის შედეგი და შეძლებს თუ არა ტრიპლეტის შესრულებას, რომელთანაც „იუვენტუსი“ ყველაზე ახლოს სამჯერ (1995, 2015 და 2017 წლებში) იყო.