ტურინის „იუვენტუსში“, რომელიც კარანტინში იმყოფება, ფეხბურთელებს და პერსონალს კორონავირუსის ტესტები უტარდებათ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ყველა ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია, შესაბამისად, დაავადება არცერთ ფეხბურთელს არ უფიქსირდება.
გამონაკლისი ცხადია დანიელე რუგანია, რომელსაც კორონავირუსი ზუსტად 1 კვირის წინ დაუდასტურდა.