იტალიის სერია A 3 აპრილამდე შეჩერებულია, მაგრამ იტალიაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ძნელი სათქმელია როდის ან საერთოდ თუ განახლდება.
La Repubblica-ს ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს არ სურთ სკუდეტოს მიღება იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი არ განახლდება და ურჩევნიათ ტიტული არავის გადაეცეს.
შეგახსენებთ, რომ ამ ორი ვარიანტის გარდა, პლეი-ოფის დანერგვაც განიხილება, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა და უკვე ფედერაციამ დაადასტურა, რომ მათი პირველი მიზანი სეზონის ჩვეულ რეჟიმში დასრულება იქნება, თუნდაც ეს ივნისში მოხდეს.