მთავარი / სიახლეები / სერია A / ლუკა ტონი: “სკუდეტოს ბედი “იუვენტუსის” ხელშია”

ლუკა ტონი: “სკუდეტოს ბედი “იუვენტუსის” ხელშია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ მიუხედავად იმისა, რომ სეზონი შეჩერებულია, სკუდეტოს ბრძოლაზე ისაუბრა. ტონის აზრით, „იუვენტუსი“ ფავორიტია და თუ თავად არ დაუშვებს შეცდომებს, ჩემპიონი გახდება.

„სკუდეტოსთვის ბრძოლა? ცხადია საჭიროა იმის გაგება, როდის განახლდება სეზონი გარდაუვალია მენტალურ და ფიზიკურ დონეზე გუნდების ვარდნა, რადგან პაუზა აქვთ. ქაღალდზე ფავორიტი რა თქმა უნდა, „იუვენტუსია“ და ყველაზე ძლიერია, რომელსაც კარგად შეუძლია ბალანსის შეცვლა. „ლაციო“ ლამაზად თამაშობს და ვფიქრობ, ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია „იუვენტუსს“ კონკურენცია გაუწიოს.“ინტერს“ ერთი ნაბიჯით უკან ვხედავ. სიმონე ინძაგის გუნდს ის უპირატესობაც აქვს, რომ ევროთასებზე არ თამაშობს. „ლაციოს“ აქვს ეს უპირატესობა, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მხოლოდ „იუვენტუსს“ შეუძლია სკუდეტოს წაგება, სხვანაირად მაურიციო სარის გუნდის დამარცხება ძნელი იქნება“, – თქვა ტონიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A შეჩერებულია, მისი განახლების ზუსტი დრო კი უცნობია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …