ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა 120 ათასი ევრო შესწირა ტურინის საავადმყოფოს კორონავირუსთან ბრძოლაში. ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
ჰოსპიტალი აღნიშნულ ფინანსურ სახსრებს COVID-19-თან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი მასალების შესაძენად გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ ეს, ის საავადმყოფოა, სადაც ბონუჩის შვილი მატეო 2016 წელს განკურნეს.