ტურინის იუვენტუსს ისევ სურს პოლ პოგბას შეძენა, თუმცა ეს ტრანსფერი კლუბს ძვირი დაუჯდება.
იტალიური პრესის ცნობით, პოლ პოგბას ჯამური ტრანსფერი იუვენტუსს 250 მილიონი ევრო დაუჯდება. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების ფონზე აღნიშნული თანხის გადახდა კლუბისთვის წარმოუდგენელიც კია.
თანხაში შესულია მანჩესტერ იუნაიტედის საკონპესაციო წილი და ფეხბურთელის ხუთწლიანი კონტრაქტის ასანაზღაურებელი თანხა.