მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 404)

თეგის არქივი: იუვენტუსი

პიანიჩმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

ტურინის „იუვენტუსისა“ და მირალემ პიანიჩის გზები შესაძლოა ზაფხულში გაიყაროს. ბოლო დროს ბოსნიელის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა და უკანასკნელ შეხვედრაში „ინტერთან“ მაურიციო სარიმ სათადარიგო სკამზეც გაამწესა. შედეგად, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ თუ სეზონის დარჩენილ ნაწილში სიტუაცია არ შეიცვლება, არაა გამორიცხული გაასხვისონ. ყველაზე მეტად კი „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ. პარიზული გუნდის სპორტული …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზაფხულში “ლიონის” ფეხბურთელის დამატებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ აუარს აქტიურად აკვირდება. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა „ოლიმპიკის“ შუახაზელის თამაშით მოხიბლულია. აღსანიშნავია, რომ ნახევარდაცვაში ზაფხულში მთავარი სამიზნე პოლ პოგბა იქნება, მაგრამ მის მთავარ ალტერნატივად სწორედ აუარი განიხილება. იმედისმომცემი ფეხბურთელის ფასი საკმაოდ მაღალია და მოსალოდნელია, რომ ჟან-მიშელ ოლა მას 50-60 მილიონ ევროდ შეელევა.

სრულად წაკითხვა »

ვიდალი “იუვენტუსში” დაბრუნებაზე თანახმა იყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ დასაბრუნებლად იანვრის სატრანსფერო პერიოდში მზად იყო. თუმცა, გარიგება არ შედგა, რადგან „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობამ 32 წლის ჩილელის დაბრუნება არ მოისურვა. შედეგად, ვიდალმა თანხმობა ანტონიო კონტეს „ინტერს“ განუცხადა, მაგრამ ეს გარიგებაც ჩაიშალა, „ბარსელონას“ მოტივით.

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ: “დავიცვათ წესები ამ რთულ პერიოდში”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. პორტუგალიელმა დაწერა, რომ ჯანმრთელობა მთავარია და მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც საგანგებო ვითარებაში იბრძვიან. აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ მადეირაში იმყოფება და იტალიაში დაბრუნებას „იუვენტუსთან“ შეთანხმებით ჯერ არ აპირებს. „მსოფლიო მართლაც რთულ პერიოდს გადის, რომელიც მოითხოვს ყველასგან მაქსიმალურ ყურადღებას და ერთგულებას. …

სრულად წაკითხვა »

დიბალა Fake News-ს გამოეხმაურა: “კარგად ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა მის შესახებ გავრცლებულ Fake News-ს გამოეხმაურა. არგენტინელის განცხადებით, კარგადაა და კორონავირუსი არ აქვს. „ყველას მოგესალმებით. მინდა დავადასტურო, რომ კარგად ვარ და ნებაყოფლობით იზოლაციაში ვარ. ყველას მადლობას ვუხდი შეტყობინებებისთვის. იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ“, – დაწერა დიბალამ ტვიტერში. შეგახსენებთ, რომ წუხელ ვენესუელურმა მედიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “როდესაც ყავარჯნები გადავაგდე, თავიდან დავიბადე”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ JTV-სთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ მანამდეა ჩაწერილი, სანამ კლუბში კარანტინი გამოცხადდებოდა. ვარჯიშები – მას შემდეგ, რაც ყავარჯნები მოვიშორე, თითქოს თავიდან დავიბადე. თვეების უთამაშებლობა? ყოველთვის სახლში ვიყავი, უფრო მეტ დროს ვატარებდი ოჯახთან და ჩემს შვილთან, რომელიც ჩემი მდგომარეობით შეშინებული იყო. „იუვე“ – ეს არის ამბიციური გუნდი, …

სრულად წაკითხვა »

“ბრეშამ” “იუვენტუსის” შესახებ ბალოტელის უსაფუძვლო განცხადება დაგმო

„ბრეშას“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ინსტაგრამის ლაივ ვიდეოში „იუვენტუსის“ მისამართით შეტევა განხორციელა. იტალიელმა თქვა, რომ ჩემპიონატი იქამდე არ შეაჩერეს, სანამ „იუვენტუსი“ არ გალიდერდა. „ჩემპიონატის შეწყვეტამდე მათ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილის სათავეში უნდა დაებრუნებინათ“, – თქვა ბალოტელიმ. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ „ლაციო“ „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ „იუვეს“ „ინტერთან“ მატჩი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” პიემონტის რეგიონის სასწრაფო დახმარებას 300 ათასი ევროთი დაეხმარა

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი შემოწირულობა გაიღეს. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, პიემონტის სასწრაფო დახმარების კომპანიებს ხელმძვანელები და ფეხბურთელები 300 ათასი ევროს ოდენობის თანხით დაეხმარნენ და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გარდა ამისა, ამ დღეებში, როდესაც იტალიაში სახლში დარჩენა სავალდებულოა, 1 თვის განმავლობაში „იუვენტუსის“ ტელევიზია ყველასთვის უფასოდ იქნება …

სრულად წაკითხვა »

Sport Italia: “იუვენტუსი” დიბალას კორონავირუსს უარყოფს

ცოტა ხნის წინ El Nacional-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაულო დიბალას კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. თუმცა, ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა და არც პოპულარულ გამოცემებს დაუწერიათ. Sport Italia-ს ინფორმაციით კი, “იუვენტუსმა” დიბალას კორონავირუსი არ დაადასტურა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ალბათ მალე გაკეთდება და სიმართლე გაირკვევა.

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ანიელი: “დარჩით სახლში!”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ დანიელე რუგანის კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ კომენტარი პირველად გააკეთა. იტალიელის განცხადებით, უნდა დარჩნენ დისტანციურად, მაგრამ ერთიანად და დელიკატურ მომენტს თავს ერთად დააღწევენ. „ამ საგანგებო სიტუაციაში ჩვენ „იუვენტუსს“ გვსურს ჩვენი წვლილი შეივტანოთ წესების დაცვით და ყველას ვთხოვთ ეს გააკეთონ. დარჩით სახლში. მეც გუშიდან ნებაყოფლობით იზოლაციის პერიოდში ვარ, …

სრულად წაკითხვა »