მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 399)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ტარდელი: “ჩემპიონატი უნდა ანულირდეს და მომდევნო სეზონზე ვიფიქროთ”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარკო ტარდელიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ტარდელი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს მხოლოდ ჩემპიონატის ანულირებაში ხედავს და მიაჩნია, რომ მხოლოდ მომდევნო სეზონზე უნდა იფიქრონ. გარდა ამისა, მარკომ, რომელიც „იუვენტუსში“ 10 წელი თამაშობდა, ყოფილი კლუბის შესახებაც გააკეთა კომენტარი: – სიტყვები, რომელიც ამ პერიოდში არ მოგწონთ… – …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ახლა ფეხბურთს შვილებს ვეთამაშები”

„იუვენტუსის“ ფეხბურთელების კარანტინი დასრულდა, მაგრამ იზოლაციაში ისევ იმყოფებიან, რადგან საწვრთნელი პროცესი კლუბში შეჩერებულია. ყველა მათგანი სახლში ინდივიდუალურად ემზადება და მათ შორის, ლეონარდო ბონუჩიც, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთს მის შვილებს ეთამაშება. „ყოველი დილა დავალებებით იწყება. ჩვეულებრივ შუადღის სამ საათვზე ვვარჯიშობ, როდესაც შემიძლია ჩემი მეუღლე შვილებთან დავტოვო. პროგრამა საათნახევარი ან ორი საათი …

სრულად წაკითხვა »

“ვალენსიას” ესპანელი შემტევი “იუვეს” ყურადღების ცენტრში

ტურინის „იუვენტუსის“ „ვალენსიას“ შემტევ ფერან ტორესის გადაბირებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები აქტიურად აკვირდებიან ნიჭიერი ესპანელის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ტორესს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ეს კი, შანსს ზრდის, რომ გუნდს დამდეგ ზაფხულს დატოვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ფერანისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ბარსელონა“ სახელდება, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი დასრულდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებისთვის და წევრებისთვის დანიელე რუგანის დაინფიცირების შემდეგ დაწყებული 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პერიოდი დასრულდა. თუმცა, ეს არ ვრცელდება თავად რუგანიზე, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, ბლეზ მატუიდიზე და პაულო დიბალაზე, რომლებსაც მოგვიანებით აღმოაჩნდათ ვირუსი. გარდა ამისა, გონსალო იგუაინმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მირალემ პიანიჩმა, სამი ხედირამ და დუგლას კოშტამ იტალია დატოვეს. …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი და “იუვენტუსი” ისევ ერთად

ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთში და „იუვენტუსში“ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯის კონტრაქტი სამ თვეში იწურება, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება. ბუფონმა მიმდინარე სეზონში 11 თამაში ჩაატარა და მიუხედავად ასაკისა (42 წელი) დაამტკიცა, რომ ფსიქოლოგიურად შესაშურად გამოიყურება და კარგ ფორმაშია. გარდა ამისა, მისი როლი გასახდელში ძალიან დიდია. ბუფონს აქვს …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “ბრაზილიაში შვილის გამო წავედი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ, რომელიც კრიტიკის ქვეშ მოექცა, კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდა და ამიტომაც გააკრიტიკეს, თუმცა, კოშტას ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია: „ბრაზილიაში ჩემი შვილის გამო წავედი, მაგრამ 3 აპრილს ტურინში დავბრუნდები“, – თქვა დუგლასმა.

სრულად წაკითხვა »

“სამპდორიას” პრეზიდენტი: “სეზონი ვეღარ გაგრძელდება, “იუვენტუსს” სკუდეტო უნდა გადაეცეს”

გენუის „სამპდორიას“ პრეზიდენტი მასიმო ფერერო მიიჩნევს, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს და „იუვენტუსს“ სკუდეტო გადაეცეს. „ვიცი, რომ ლოტიტოს („ლაციოს“ პრეზიდენტი) ვეზიზღები, მაგრამ ცხოვრება ასეთია. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასრულებულია. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ სეზონი ივლისში გაგრძელდება, წარმოდგენაც არ მინდა, ამ შემთხვევაში როგორი სატრანსფერო კამპანია გვექნება. მიმაჩნია, რომ სეზონი დასრულებლად …

სრულად წაკითხვა »

ალესანდრო ბირინდელი კეინის, იკარდის, პიანიჩისა და ბუფონის შესახებ

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ბირინდელიმ Tuttojuve-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ტურინელებს ჰარი კეინის შეძენა და ჯანლუიჯი ბუფონთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია. – როგორ ატარებთ დღეებს კარანტინში? – საბედნიეროდ დიდი ოჯახი მყავს და ამიტომ დრო სწრაფად გადის. ბაღი მაძევს საშუალებას ცოტა ხნით გარეთაც ვიყო. ვვარჯიშობს, ვკითხულობ, როგორც …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს თემა – კლუბიდან წასვლა თუ ახალი კონტრაქტი

ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა ზაფხულში „იუვენტუსი“ დატოვოს და კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sportmediaset-ი გამოეხმაურა. გამოცემა იტყობინება, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჭორებია, მაგრამ გამორიცხული არაფერია, რადგან ტურინელებმა მიმდინარე სეზონში 50 მილიონი ევრო იზარალეს. კორონავირუსის ფონზე კი, ფინანსური ზარალის გაზრდა მოსალოდნელია. იქედან გამომდინარე, რომ კრიშტიანუ სეზონში 31 მილიონ …

სრულად წაკითხვა »

ბრძოლა ტონალისთვის

ტურინის „იუვენტუსი“ სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში ჩართულია. იტალიური მედიის ცნობით, ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირება „იუვესთან“ ერთად მილანის „ინტერსაც“ სურს და ზაფხულში მათ შორის სატრანსფერო ბრძოლა გაჩაღდება. მასიმო ჩელინო ტალანტის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ „იუვენტუსი“ ცდილობს სხვა გზებსაც მიმართოს და შესაძლოა რომელიმე ფეხბურთელის „ბრეშაში“ გაშვებით სატრანსფერო თახის დაკლებაც სცადოს. ფაქტია, რომ …

სრულად წაკითხვა »