მთავარი / სიახლეები / “ვალენსიას” ესპანელი შემტევი “იუვეს” ყურადღების ცენტრში

“ვალენსიას” ესპანელი შემტევი “იუვეს” ყურადღების ცენტრში

ტურინის „იუვენტუსის“ „ვალენსიას“ შემტევ ფერან ტორესის გადაბირებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები აქტიურად აკვირდებიან ნიჭიერი ესპანელის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

ტორესს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ეს კი, შანსს ზრდის, რომ გუნდს დამდეგ ზაფხულს დატოვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ფერანისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ბარსელონა“ სახელდება, მაგრამ შესაძლოა ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს და „იუვენტუსი“ დაწინაურდეს.

აქვე გეტყვით, რომ 19 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …