მთავარი / სიახლეები / სერია A / “სამპდორიას” პრეზიდენტი: “სეზონი ვეღარ გაგრძელდება, “იუვენტუსს” სკუდეტო უნდა გადაეცეს”

“სამპდორიას” პრეზიდენტი: “სეზონი ვეღარ გაგრძელდება, “იუვენტუსს” სკუდეტო უნდა გადაეცეს”

გენუის „სამპდორიას“ პრეზიდენტი მასიმო ფერერო მიიჩნევს, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს და „იუვენტუსს“ სკუდეტო გადაეცეს.

„ვიცი, რომ ლოტიტოს („ლაციოს“ პრეზიდენტი) ვეზიზღები, მაგრამ ცხოვრება ასეთია. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასრულებულია. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ სეზონი ივლისში გაგრძელდება, წარმოდგენაც არ მინდა, ამ შემთხვევაში როგორი სატრანსფერო კამპანია გვექნება. მიმაჩნია, რომ სეზონი დასრულებლად უნდა გამოცხადდეს და ყველა შედეგი, რაც ახლა ფიქსირდება ჩაითვალოს, „იუვენტუსი“ ჩემპიონია“, – აღნიშნა ფერერომ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბედი ამ დრომდე გაურკვეველია და ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ სეზონი ვეღარ გაგრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …