ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთში და „იუვენტუსში“ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯის კონტრაქტი სამ თვეში იწურება, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება.
ბუფონმა მიმდინარე სეზონში 11 თამაში ჩაატარა და მიუხედავად ასაკისა (42 წელი) დაამტკიცა, რომ ფსიქოლოგიურად შესაშურად გამოიყურება და კარგ ფორმაშია. გარდა ამისა, მისი როლი გასახდელში ძალიან დიდია.
ბუფონს აქვს დარჩენის სურვილი და კლუბსაც იგივე მიზანი ამოძრავებს. ასე, რომ ხელის შემშლელი ფაქტორები ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ იკვეთება.
იტალიური მედიის ცნობით, წინ არაფერი უდგას მხოლოდ დროისა იმას, რომ ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.